„ბერლინ-ჰემი“ 130 წელზე მეტია, რაც ფარმაცევტულ პროდუქტებს შეიმუშავებს, აწარმოებს და დისტრიბუციას უწევს. 1992 წლიდან ის წამყვანი იტალიური ფარმაცევტული კომპანიის, „მენარინი ჯგუფის“, 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანიაა.

ჯანდაცვის პროფესიონალები

გაეცანით ბერლინ-ჰემის ონლაინ აკადემიას – პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებაში მიზანმიმართული, მულტიდისციპლინური სამედიცინო განათლების გზით, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძღვებიან.

ფარმაკოზედამხედველობა

ფარმაკოზედამხედველობა: რას ნიშნავს მედიკამენტების უსაფრთხოების მონიტორინგი?

პაციენტების უსაფრთხოება ბერლინ-ჰემი მენარინისთვის პრიორიტეტულია, შესაბამისად, ბერლინ-ჰემი მენარინი მუდმივად ახორციელებს   მონიტორინგს მედიკამენტების უსაფრთხოების თვალსაზრისით. 

ეს მონიტორინგი ხორციელდება ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გამოყენებით, როგორიცაა  ფარმაკოზედამხედველობა, რომელიც გულისხმობს მედიკამენტის გამოყენების შემდეგ წარმოშობილი ნებისმიერი სახის უსაფრთხოების პრობლემის იდენტიფიცირებას, შეფასებას, გაგებას და პრევენციას.

თუ თქვენ ხართ პაციენტი  და გაგიჩნდათ ეჭვი გვერდითი რეაქციის ან გვერდითი მოვლენის შესახებ, გთხოვთ, გაესაუბროთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. 

ბერლინ-ჰემი მენარინის ნებისმიერი პროდუქტის მიმართ საეჭვო გვერდითი მოვლენის დაფიქსირების შემთხვევაში,  შეტყობინება შეგიძლიათ  მოგვაწოდოთ უშუალოდ ჩვენი ელ-ფოსტის მეშვეობით: georgia@berlin-chemie.com

ან ტელეფონით:  (+995 32) 2241370