ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლისა და ორგანიზმის სხვა ფუნქციებისთვის, მათ შორის, ზრდისთვის.
ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა სახის დარღვევები არსებობს, რომლებიც ძირითადად ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს:
ჰორმონული დისბალანსი — სისხლში ჰორმონების შემცველობის დარღვევები, რაც იწვევს ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი.
ზომისა და სტრუქტურის ცვლილებები — ფარისებრი ჯირკვლის გადიდება ან კვანძების ან სიმსივნის წარმოქმნა. ამ ცვლილებებმა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებაზე შეიძლება იმოქმედონ და შეიძლება - არა.
ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის შეიძლება განვითარდეს ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში ან დაბადებისთანავე აღინიშნებოდეს. ჰიპოთირეოზის გამო, ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონე შეიძლება ძალიან დაბალი იყოს, რასაც სხვადასხვა სიმპტომების გამოიწვევა შეუძლია, როგორიცაა დაღლილობა, დეპრესიული განწყობა, კონცენტრაციის გაძნელება, გაზრდილი მგრძნობელობა სიცივის მიმართ, ცალკეული კუნთების კრუნჩხვა და თმის ცვენაც კი.
ჰორმონილი დისბალანსის დიაგნოსტირება ხდება სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის შემოწმებით. ჰიპოთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი) მკურნალობა შესაძლებელია ჩანაცვლებითი თერაპიით - ჰორმონების შემცველი ტაბლეტებით.
ფარისებრი ჯირკვლის ფორმისა და ზომის ცვლილებების დადგენა ხდება ულტრაბგერითი სკანირების გამოყენებით.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადების და მკურნალობის არსში გარკვევა დაგეხმარებათ სიმპტომების მართვასა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაში.