„ბერლინ-ჰემი“ 130 წელზე მეტია, რაც ფარმაცევტულ პროდუქტებს შეიმუშავებს, აწარმოებს და დისტრიბუციას უწევს. 1992 წლიდან ის წამყვანი იტალიური ფარმაცევტული კომპანიის, „მენარინი ჯგუფის“, 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანიაა.

ჯანდაცვის პროფესიონალები

გაეცანით ბერლინ-ჰემის ონლაინ აკადემიას – პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებაში მიზანმიმართული, მულტიდისციპლინური სამედიცინო განათლების გზით, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძღვებიან.

ცხელება

ცხელება

ცხელება განისაზღვრება, როგორც სხეულის ტემპერატურის მატება ნორმალურ მნიშვნელობებზე (>37,9°C) მაღლა და წარმოადგენს დაავადებათა ფართო სპექტრის უაღრესად გავრცელებულ გამოვლინებას. ყველაზე ხშირად, მწვავე ცხელებას იწვევს თვითგანკურნებადი ვირუსული ინფექციები (რომლებსაც, თავისთავად, მკურნალობის გარეშე გავლა ახასიათებს) და გაურთულებელი ბაქტერიული ინფექციები. ასეთ შემთხვევებში, ცხელება ერთი კვირაში ან უფრო მალე გაივლის. ცხელება ინფექციის გამომწვევებსა და ტოქსინებზე ორგანიზმის კომპლექსური რეაქციის ერთ-ერთი კომპონენტია. ბავშვების ავადმყოფობის დროს მშობლების მღელვარება გარდაუვალია, მაგალითად ცხელებისას, რომელიც ჩვეულებრივი ამბავია სხვადასხვა  მდგომარეობის დროს. სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ მშობლების გადაჭარბებული შფოთვა მათი შვილების შფოთვასაც აძლიერებს. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, მშობლების მიერ ტკივილისა და ცხელების არსისა და მართვის ცოდნა, რადგან ბავშვებში ეს ჩვეულებრივი მოვლენებია და ეს მნიშვნელოვანია არა მარტო მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, არამედ იმ ეკონომიკური ტვირთის შესამცირებლად, რომელსაც პედიატრიულ სასწრაფო დახმარების განყოფილებებში არააუცილებელი მომართვები იწვევს.

სწორედ ეს გვაძლევს მოტივაციას ჩვენ, BERLIN-CHEMIE-ს, რომ უზრუნველვყოთ ცხელების მქონე პაციენტები საჭირო ინფორმაციითა და მედიკამენტებით.