MENARINI Group-ის ქცევის კოდექსი გამოხატავს იმ ღირებულებებს, რომელიც ჩვენს ჯგუფს მუშაობას შთააგონებს. MENARINI-ის ან მის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფილიალების ინტერესებში მოქმედების განზრახვა ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაამართლებს ქცევის კოდექსის პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებას.
დარწმუნებული ვართ, რომ პატიოსნებისა და ეთიკის პრინციპების ურყევი დაცვა არის ჩვენი სიძლიერის წყარო და მუდმივად მზარდი წარმატების გასაღები.
ეს კოდექსი არ არის ფარატინა ქაღალდზე თავმოყრილი ცარიელი სიტყვები, არამედ — პირდაპირი, კონკრეტული სახელმძღვანელო, რომელიც შთააგონებს ჩვენს დირექტორებს, მენეჯერებსა და თანამშრომლებს იტალიაში და საზღვარგარეთ. გარდა ამისა, ის გამოხატავს ჩვენი კოლექტივისადმი ერთგულებას, რომელიც ეფუძნება ჩვენი დაინტერესებული მხარეების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებას.
MENARINI Group-ის ქცევის კოდექსი ვრცელდება ჯგუფის ყველა კომპანიაზე, დედამიწის ნებისმიერ წერილში.