„ბერლინ-ჰემი“ 130 წელზე მეტია, რაც ფარმაცევტულ პროდუქტებს შეიმუშავებს, აწარმოებს და დისტრიბუციას უწევს. 1992 წლიდან ის წამყვანი იტალიური ფარმაცევტული კომპანიის, „მენარინი ჯგუფის“, 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანიაა.

ჯანდაცვის პროფესიონალები

გაეცანით ბერლინ-ჰემის ონლაინ აკადემიას – პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებაში მიზანმიმართული, მულტიდისციპლინური სამედიცინო განათლების გზით, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები უძღვებიან.

გასტროენტეროლოგია

გასტროენტეროლოგია

გასტროენტეროლოგია არის შინაგანი მედიცინის ნაწილი, რომელიც ფოკუსირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და პროფილაქტიკაზე. ისეთ დაავადებებზე, როგორებიცაა პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა (EPI) ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS), რომელიც, მაგალითად, ხშირად ასუსტებს ადამიანს და ტვინისა და ნაწლავების უღრთიერთქმედების ფართოდ გავრცელებული დარღვევააა. კლინიკურ პრაქტიკაში, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS) ხასიათდება მუცლის განმეორებადი ტკივილითა და კუჭის მოქმედების დარღვევით. პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა (EPl) განისაზღვრება, როგორც ნაწლავის სანათურში კუჭქვეშა ჯირკვლის საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნაკლებობა ცხიმების, ნახშირწყლებისა და ცილების ნორმალური მონელების უზრუნველსაყოფად. პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა (EPI) კლინიკურად განსაზღვრული სინდრომია, რომლის დიაგნოზზე ეჭვი ეფუძნება სტეატორეას (ცხიმიანი განავალი), წონის ან კუნთოვანი მასის კლებას, ცხიმში ხსნადი ან სხვა ვიტამინების დეფიციტს, ან სხვა კლინიკურ მახასიათებლებს.

პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის (EPI) ყველაზე გავრცელებული მიზეზია ქრონიკული პანკრეატიტი (CP) — EPI აღენიშნება CP-ს მქქონეთა 30-50%-ს. ასეთი მდგომარეობების მართვა გვიქმნის მოტივაციას BERLIN-CHEMIE-ში, რომ მედიკამენტებით უზრუნველვყოთ გასტროენტეროლოგიური დაავადებების, მათ შორის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა (IBS) და პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის (EPI) მქონე ადამიანები.