ტკივილი ჩვეული მოვლენაა. ადამიანების დაახლოებით 90% რეგულარულად განიცდის ტკივილს და ის არის სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი.
ხშირად, ტკივილს არ მკურნალობენ სათანადოდ. სამწუხაროდ, ტკივილის არაადეკვატურ მართვას თან ახლავს უარყოფითი შედეგები და შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო გართულებები (მაგ., პნევმონია, ღრმა ვენების თრომბოზი), ნელი აღდგენა ტრავმის ან პროცედურების შემდეგ, და პოტენციურად შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ ტკივილში. ქრონიკულ ტკივილს ყოველდღიური საქმიანობის გართულება და ცხოვრების ხარისხის დაქვეითება შეუძლია, რაც საკმაოდ შემაწუხებელია. ტკივილის არასათანადო მართვას, ასევე, შეიძლება თან ახლდეს შფოთვა, შიში, ბრაზი, ან დეპრესია.
არასათანადოდ ნამკურნალებ ტკივილს ახლავს მნიშვნელოვანი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ფინანსური შედეგები და სწორედ ეს გვაძლევს მოტივაციას BERLIN-CHMIE-ში, რომ მედიკამენტებით უზრუნველვყოთ ის ადამიანები, რომლებიც მწვავე ტკივილით იტანჯებიან.