რესპირატორული დაავადებები: გლობალური ჯანდაცვის პრობლემა
დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ და ფილტვების დაავადებები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და მას მსოფლიოში სიკვდილის მიზეზთა შორის მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უსწრებს (გულის იშემიური დაავადება და ინსულტი). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით, ჯამურად რესპირატორული დაავადებები ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს.
სასუნთქი გზების ინფექციებს, ძირითადად, სხვადასხვა ვირუსი და ბაქტერია იწვევს. ხშირად, ეს ინფექციები აზიანებს ზედა სასუნთქ გზებს და გავრცელებულია მთელ მსოფლიოში.
ალერგენებს, როგორიცაა მტვერი და ობის სპორები, ასევე, შეუძლია სასუნთქ სისტემაში ალერგიის გამოწვევა.
რესპირატორულ დაავადებებს მიეკუთვნება ქრონიკული დაავადებებიც, რომლებიც, ძირითადად, ფილტვებს აზიანებს. მათ შორისაა ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აქვს.
BERLIN-CHEMIE მოწოდებულია, უზრუნველყოს მედიკამენტებით რესპირატორული და ფილტვის დაავადებების (როგორიცაა ასთმა, ფქოდი და სასუნთქი გზების ალერგიები) მქონე ადამიანები და გააუმჯობესოს მათი ცხოვრების ხარისხი.