1956 – VEB Berlin-Chemie
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ Schering AG-ის ადლერსჰოფის ქარხანა განთავსებული იყო საბჭოთა ოკუპაციის ზონაში და, შესაბამისად, შემდგომში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე. დემონტაჟის შედეგად, კომპანია კარგავს მანქანებს, აღჭურვილობას, ლაბორატორიულ დანადგარებსა და ნედლეულს, მაგრამ იმავდროულად წარმოება გრძელდება სამხედრო ადმინისტრაციის შეკვეთებზე. პროდუქციის დიდი ნაწილი წართმეულ იქნა საბჭოთა საოკუპაციო ძალების მიერ ზიანის ანაზღაურების სახით. 1948 წელს მოხდა ადლერსჰოფის ქარხნის ნაციონალიზაცია და საჯარო საკუთრების საწარმოდ გარდაქმნა.
50-იანი წლებიდან კომპანია ხელს აწერს, როგორც VEB Berlin-Chemie. მომდევნო წლების მანძილზე საჯარო საკუთრებაში არსებული კომპანია გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მედიკამენტების მწარმოებელ ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპანიად ჩამოყალიბდა. პენიცილინთან, ინსულინსა და ქლორამფენიკოლთან ერთად, VEB Berlin-Chemie აწარმოებდა პესტიციდებსა და მავნებლებთან ბრძოლის საშუალებებს, მოგვიანებით ასევე სილიკატებს საცხოვრებელი მშენებლობისთვის და ნედლეულს ტექსტილისა და კოსმეტიკური ინდუსტრიისთვის.